ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
დაბადების თარიღი: 28 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი: 20 ივნისი, 1994  (66 წლის ასაკში)
კატეგორია: მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა ჯიხაიში, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1950 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1954 წელს.

1949-1951წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და მექანიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1951-1956წწ. დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის ასისტენტი;1956-1958წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1958-1966წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1980წწ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის კათედრის ხელმძღვანელი; 1966-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; 1980-1994წწ. ამავე უნივერსიტეტის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიას, მათემატიკური ფიზიკისა და დრეკადობის თეორიის ამოცანებს; შეისწავლა სინგულარულ პოტენციალთა ტიპის ინტეგრალთა თვისებები; დაადგინა სინგულარული ინტეგრალების ასახვისა და გადაადგილების რიგის ფორმულები; იკვლევდა დრეკადობის და თერმომომენტური დრეკადობის ზოგიერთ ძირითად და კონტაქტურ ამოცანას დიფუზიის გათვალისწინებით. იგი თანაავტორია მონოგრაფიისა, რომელიც შეიცავს დრეკადობის თეორიის მათემატიკური საფუძვლების ანალიზს. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ვეკუას სახელობის პრიზი (1987). მათემატიკოსი და მექანიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978. -გვ.29; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.198

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • მექანიკა-მათემათიკური ურთიერთმოქმედების საერთაშორისო საზოგადოება (ISIMM) (1984-1994)
  • საქართველოს მათემატიკური საზოგადოება, პრეზიდენტი (1962-1965)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1974-)
  • სსრკ თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ეროვნული ბიურო, წევრი (1985-1994)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1987 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მათემატიკური ფიზიკის განტოლებები (ავტორი) // ნაკვ. 2: ლაპლასის, ტალღის და სითბოს გავრცელების განტოლებები. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1989. - 206გვ.
  • მათემატიკური ფიზიკის განტოლებები (ავტორი) // ნაკვ. 1: ამოცანათა მოდელირება. განტოლებათა კლასიფიკაცია. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1987. - 202გვ.
  • მოცანათა კრებული მათემატიკაში : უმაღლ. სასწ. შემსვლელთა დასახმარებლად (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1970. - 402გვ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თენგიზ_გეგელია“-დან