თეიუბ ასლანოვი
თეიუბ შუეიბ ოღლუ ასლანოვი (აზერ. Teyyub Şueyib oğlu Aslanov; დ. 6 თებერვალი, 1967, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი მომღერალი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018),[1]. სახელმწიფო ანსამბლის „უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტების“ სოლისტი.
თეიუბ ასლანოვი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 6 თებერვალი, 1967 (57 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო |
თეიუბ ასლანოვი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებათეიუბ ასლანოვი დაიბადა 1967 წლის 6 თებერვალს ბაქოში.
1974-1984 წლებში სწავლობდა 96-ე საშუალო სკოლაში. 1984-1989 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის ნავთობისა და ქიმიის სახელმწიფო ინსტიტუტის ნავთობის სამთო ფაკულტეტზე. 1985-1987 წლებში მსახურობდა ჯარში. 1989-1994 წლებში სწავლა განაგრძო აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუსიკალური თეატრის სამსახიობო სპეციალობით. 1995 წლიდან აზერბაიჯანული მუღამის ტრიოს წევრია. ასევე სხვადასხვა ანსამბლების, რომლის შემადგენლობაშიც გამოდის ბევრ უცხო ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, ტაჯიკეთი, ირანი და ა.შ.). მონაწილეობს კონცერტებსა და ფესტივალებში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ President.Az. (2018-05-27) Azərbaycan Respublikasının mədəniyyət xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı az. President.az. ციტირების თარიღი: 2018-05-27.