თეიმურაზ II მუხრანბატონი
თეიმურაზ მუხრანბატონი (დ. 1649 – გ. 1688) – სამუხრანბატონოს სახლის უფროსი და შიდა ქართლის მარცხენა სადროშოს მეთაური 1667-1688 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებათეიმურაზი დაიბადა 1649 წელს, კონსტანტინე I მუხრანბატონისა და დარეჯან აბაშიძის ოჯახში.
1667 წელს, მამამისი გარდაიცვალა. იგი გახდა სამუხრანბატონოს სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს მეთაური. აგრეთვე, ის იყო მდივანბეგი 1668-1688 წლებში.
ოჯახი და შვილები
რედაქტირებათეიმურაზ II მუხრანბატონი დაქორწინებული იყო ორჯერ: პირველად მან ცოლად შეირთო ანა, ხოლო მეორედ ქეთევან ორბელიანი.
მას ჰყავდა 4 ვაჟი:
- ოტია მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1719)
- ადარნასე მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1701)
- ბაგრატ მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1703)
- კონსტანტინე II (მუხრანბატონი) (გარდაიცვალა 1716)
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაგრატიონები - სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა" - თბ. 2003 მუხრან-ბატონთა და ბაგრატიონ-მუხრანელთა გენეალოგია
- მუხრანბატონთა გენეალოგიური ტაბულა (იური ჩიქოვანი, სოსო ბიჭიკაშვილი, დავით ნინიძე) - კრებული "არტანუჯი" N 5 - 1996 წ. - გვ.28-36
წინამორბედი: კონსტანტინე I (მუხრანბატონი) |
მუხრანბატონი 1667-1688 |
შემდეგი: აშოთან II (მუხრანბატონი) |