თეიმურაზ მეტრეველი
თეიმურაზ მეტრეველი (დ. 1945 — გ. 2005) — ქართველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებათეიმურაზ (თემურ) მეტრეველი გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი და ჟურნალისტი იყო. იგი 1970-დან 2004 წლამდე მოღვაწეობდა. მან თავისი საქმიანობა საქართველოს რადიოში დაიწყო და ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ქართულ საზოგადოებაში. მოგვიანებით თეიმურაზ მეტრეველმა თავისი მოღვაწეობა პრესაში გააგრძელა. იგი პირველი კომუნისტური რეჟიმისგან დამოუკიდებელი გაზეთის, „კაბადონი 8-ის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო. გაზეთის იძულებითი გაუქმების შემდეგ თეიმურაზ მეტრეველმა „ქართული კულტურა“ დააფუძნა. თემური „ქართულ კულტურას“ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევდა. ფინანსური სირთულეების გამო, ამ გამოცემამაც ნაადრევად შეწყვიტა არსებობა. 1995 წელს, თემურმა ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური „დილის გაზეთი“ დააფუძნა. გამოცემა სწრაფად იქცა ბევრი ქართველი მკითხველის ყოველდღიურ სამაგიდო გაზეთად.
თუმცა, თეიმურაზის მთავარ ინტერესად მაინც საზოგადოება და კულტურა რჩებოდა. ამიტომ 1997 წელს მან კვლავ განაახლა გაზეთი „ქართული კუტურა“. მეოცე საუკუნის დასასრულამდე გაზეთი ყველაზე გავლენიანი საზოგადოებრივ-კულტურული გამოცემა იყო. თუმცა 2000 წელს, კვლავ ფინანსური სირთულეების გამო, გაზეთმა არსებობა შეწყვიტა.
თეიმურაზ მეტრეველის ბოლო პროექტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა „ახალი ეპოქა“ იყო. გაზეთმა თავისი მაღალი ხარისხით ახალი სტანდარტები შექმნა ქართულ ჟურნალისტიკაში. ხშირ შემთხვევაში ეს სტანდარტები დღესაც მიუწვდომელი რჩება. მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოცემა 2004 წელს პოლიტიკური მოსაზრებების გამო ძალადობრივად დახურა. თემურ მეტრეველი გაზეთ „ახალი ეპოქის“ გაუქმების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
ნაშრომები და ჯილდოები
რედაქტირება„ივერიის მონატრება“ - პუბლიცისტირუი ნაშრომების კრებული.
საქართველოს ღირსების ორდენი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თეიმურაზ მეტრეველის ფონდი დაარქივებული 2019-12-13 საიტზე Wayback Machine.
- ქართული კულტურა
- ახალი ქართული კულტურა "ეს ასეა-ს" ეპოქაში
- ეროვნული ფოტომატიანე. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
- თეიმურაზ მეტრეველის ნაკვალევზე - მედიანიუსი
- ჩაძირული გემის კაპიტანი - დავით გორგილაძე დაარქივებული 2019-12-13 საიტზე Wayback Machine.