თეიმურაზ ვეფხვაძე

თეიმურაზ ვალერიანის ძე ვეფხვაძე (დ. 1 მარტი, 1944, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1966). 1970-1994 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი და უმაღლესი მათემატიკის კათედრებზე, 1995-2006 წლებში — ფიზიკის ფაკულტეტზე, 2006 წლიდან — ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 1996 წლიდან (შეთავსებით) — პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში. 2001-2005 წლებში იყო საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი. ვეფხვაძის კვლევის ძირითადი მიმართულებაა რიცხვთა წარმოდგენა დადებითად განსაზღვრული კვადრატული ფორმებით და მასთან დაკავშირებული საკითხები კვადრატულ ფორმათა ანალიზური არითმეტიკიდან. არის მათემატიკაში სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, თსუ-ის ოქროს მედლით.

ლიტერატურა

რედაქტირება