თეიმურაზ ანდრონიკაშვილი
თეიმურაზ ანდრონიკაშვილი (დ. 23 ივლისი, 1928, თბილისი — გ. 2011) — ქართველი მეცნიერი, ქიმიკოსი.
1953 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
1956 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, 1958 წელს — პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა უფროსი მეცნიერი თანამშრომლიდან ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობამდე. სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მუშაობას. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
700-მდე გამოქვეყნებული მეცნიერული ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 41 გამოგონების ავტორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები, რომლებიც ეხება ბუნებრივი და სინთზური ცეოლითების დაყოფითი თვისებების კვლევას, ახალი ტიპის მყარი სარჩულების, პოლიმერული და თხელფენოვანი სორბენტების, თხევადი კრისტალების სინთეზსა და შესწავლას და სხვა.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომისია, წევრი (1996-2005)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი (1992-2007)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ქრომატოგრაფიის საწყისები : მონოგრაფია (თანაავტორი). - თბილისი, (ს/ს "ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი" , 2006. - 260გვ.. - ISBN: 99940-728-1-1
- Природные цеолиты (ავტორი). - Москва, Химия, 1985. - 224с.
- Жидкие кристаллы в капиллярной хроматографии (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1982. - 98с.
- ფოჟაზიტის ტიპის ცეოლითში არსებული კათიონების ბუნებისა და სიმკვრივის გავლენა მის ქრომატოგრაფიულ თვისებებზე (ავტორი) // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 56. - თბილისი, 1969. - გვ.113-116
- სწორჯაჭვური ნახშირწყალბადების ჯამური შედგენილობის განსაზღვრა მოლეკულური საცრების მეშვეობით (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს სამეცნ-კვლევ. სამუშაოთა კოორდ. სახელმწ. კომიტეტი, 1964. - 12გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფიული ლექსიკონი — თეიმურაზ ანდრონიკაშვილი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა