თეიმურაზ აბაშიძე
თეიმურაზ გიორგის ძე აბაშიძე (დ. 30 აგვისტო, 1937, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. აჭარის (1969), და საქართველოს (1982) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თვილისის კონსერვატორია. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მთავარ რეჟისორად მუშაობდა ბათუმში (1965-1969), თბილისის მოზარდ-მაყურებელთა რუსული (1969-1971, 1979-1983) და თბილისის მუსკომედიის (1971-1975, 1983-1985) თეატრებში. რეჟისორად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1967-1979). 1985 წლიდან მარჯანისვიულის სახელობის თეატრის რეჟისორია. 1970 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოხელოვნების ინსტიტუტში.
მისი დადგმებიდან აღსანიშნავია:
- გ. სუნდუკიანის — „პეპო“;
- დ. კლდიაშვილის — „ირინეს ბედნიერება“;
- ნ. დუმბაძის — „მე ვხედავ მზეს“;
- ს. მარშაკის — „კარუსელი“;
- ს. ცინცაძის — „სიმღერა ტყეში“;
- გ. მილიუტინის — „ჩანიტას კოცნა“;
- ნ. გაბუნიას — „ყვარყვარე თუთაბერი“;
- ჯ. ვერდის — „რიგოლეტო“;
- ს. როსინის — „სევილიელი დალაქი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- შ. ცუცქირიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 22.