თეთრი ჩხავერი
ზენათური — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური ფორმისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, მხრიანი, საშუალო სიკუმსის, გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი თხელი და მკვრივი აქვს, რბილობი — წვნიანი და მცირეხორციანი, გემო — სასიამოვნო.
ჯიში სიმწიფის საგვიანო პერიოდისაა. გამოიყენება თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 152