თეთრი სახლი ღამით
თეთრი სახლი ღამით — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1890 წლის 16 ივნისს, ზეთის საღებავებით ტილოზე, სიკვდილამდე ექვსი კვირით ადრე, პატარა ქალაქ ოვერ-სიურ-ოაზში. ინახება სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის მუზეუმში.
თეთრი სახლი ღამით | |
---|---|
White House at Night[1] | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
კატალოგი | F766 და JH2031 |
ტიპი | ზეთის საღებავები, ტილო |
სიმაღლე | 59 |
სიგანე | 72.5 |
ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი |
მუზეუმი | ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი) |
ერმიტაჟის მუზეუმის თქმით, „ნახატი გადმოსცემს იმ დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს, რომლის ქვეშაც ვან გოგი იმყოფებოდა“; ორი ღია ფანჯარა, რომლებშიც წითელი ფარდები საზარლად მოსჩანს, განხილულია როგორც შენობის „თვალები“, ცაზე ვარსკვლავი კი ბედის ნიშანია,სიმბოლო ტანჯვისა, რომლის ატანაც ვან გოგს უხდებოდა.[2]
მიჩნეულია, რომ ვინსენტმა ნახატი დაახლოებით 8 საათზე დახატა იმ დროის განმავლობაში, როცა ნახატზე გამოსახულ ვარსკვლავს მსგავსი მდებარეობა ჰქონდა. ასტრონომებმა ტეხასის უნივერსიტეტიდან, დონალდ ოლსონმა და რასელ დოშერმა გამოთვალეს, რომ ვარსკვლავი ნახატზე არის ვენერა, რომელიც 1890 წლის ივნისის საღამოს ანათებდა.[3] ნახატზე გამოსახული სახლი ასევე გამოსახულია ნახატზე „აყვავებული წაბლის ხე“.[4]
ნახატს ტურბულენტური ისტორია აქვს. ის 1920 წელს რამდენიმეჯერ იქნა გამოფენილი შვეიცარიაში, მაგრამ ამავე წლის ბოლოს გაუჩინარდა გერმანელი მეწარმის ოტო კრებსის პირადი კოლექციიდან,[5] მისი მრავალი შენაძენი იყო სტილის, რომელსაც მომდევნო ეტაპზე ნაცისტების მიერ „დეგენერატული ხელოვნების“ ეტიკეტი დაესვა, სწორედ კრებსმა შეიტანა წვლილი ამ ნამუშევართა შენახვაში.[6]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნამუშევარი დაკარგულად ითვლებოდა, ის ერმიტაჟს არქივებში ფუჭდებოდა 50 წლის მანძილზე, მანამ, სანამ 1995 წელს არ განაახლეს ახალი გამოფენისათვის, სადაც გამოიფინა კომუნისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს მოპარული ნამუშევრები.[3] კრებსის კოლექციიდან ამ ნამუშევრის გარდა წარდგენილი იყო ვან გოგის სამი სხვა ნახატი: მდელო სახლითა და გლეხით, დილა: სამუშაოზე წასვლა, და მადამ ტრაბუკის პორტრეტი.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.hermitagemuseum.org/wps/portal/hermitage/digital-collection/01.+Paintings/39642/
- ↑ White House at Night. Arthermitage.com.
- ↑ 3.0 3.1 „Venus pinpoints Van Gogh painting“. BBC News. 8 March 2001.
- ↑ Sjraar (2007). Vincent Van Gogh: Drawings : Van Gogh Museum. Van Gogh Museum, გვ. 416.
- ↑ Olson, Donald & Doescher, Russell. (April 2001) Identifying the "star" in a long-lost van Gogh. Sky and Telescope.
- ↑ Erlanger, Steven (30 March 1995). „Hermitage, in Its Manner, Displays Its Looted Art“. New York Times.
- ↑ Otto Krebs Collection: Spoils of War or Plunder in Peace?. AAD (20 September 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი 2016.