მაური თეთრი

(გადამისამართდა გვერდიდან თეთრი მაური)

მაური თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

გადმოცემით, ოდესღაც გურიის აღმოსავლეთ მხარეში მაური თეთრი, მაღლარების სახით, მცირედ ყოფილა გავრცელებული. ადგილობრივი მოსახლეობა მისგან საოჯახო მოხმარების ღვინოს ამზადებდა. ამჟამად კი თითო-ოროლა ძირია შემორჩენილი.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან თირკმლისებური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირქეჩისებრია. ყვავილი მდედრობითია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, თითქმის მრგვალი, ღია მწვანე. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი მცირედ ხორციანია, უფრო წვნიანი, ტკბილი გემოთი.

ვაზი საშუალო ზრდისა და მცირემოსავლიანია. მაური თეთრის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის წონა 60 გრამია. ერთი ძირი მაღლარად აღზრდილი ვაზი დაახლოებით 8-10 კილოგრამ ყურძენს იძლევა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17%-ს, მჟავიანობა — 8.7 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, რომელიც ალკოპოლის მცირე შემცველობის გამო არ ინახება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 222

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება