თეთრი კოშკი (ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი)

თეთრი კოშკი (რუს. Белая башня) — ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ერთ-ერთი კოშკი. მდებარეობს მთისწინეთზე ივანოვსკისა და ზაჩატევსკის კოშკებს შორის.

თეთრი კოშკი
Белая башня
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი
ტიპი მრგვალი კოშკი
მასალა აგური
თარიღდება XVI საუკუნე

კოშკი თარიღდება XVI საუკუნით. 1620 წელს იგი გადაუკეთებიათ.

კოშკმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო XIX საუკუნეში ფასადის ქვედა ნაწილში შემონახული თეთრი მოსაპირკეთებელი მასალის გამო. XVII-XVIII საუკუნეებში მას ეწოდებოდა სიმეონოვსკის კოშკი, სიმეონოვსკის მონასტრის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელიც მდებარეობდა კრემლის შიგნით.

1889 წელს კოშკი გამოიყენებოდა ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო არქივის შენობად. 1923 წელს თეთრი კოშკი დაიწვა მასში განთავსებულ საარქივო დოკუმენტებთან ერთად, მაგრამ კოშკის სტრუქტურულ ელემენტებს სერიოზული ზიანი არ მიუღიათ.

კოშკი არის მრგვალი და ოთხსართულიანი. თავდაპირველი გადახურვა არ შემონახულა. აქვს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს შენარჩუნებული ადრეული რეკონსტრუქციის კვალი.

კოშკს ორი შესასვლელი აქვს, მიწის დონეზე (კოშკის მეორე სართულზე) და სამხედრო აივნიდან. ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის სხვა მრგვალი კოშკებისაგან განსხვავებით თეთრ კოშკს გააჩნია დიდი რაოდენობით სათოფურები. მეორე სართულის ინტერიერი გადაკეთებულია ოთხკუთხედის ფორმის მქონე ოთახად. სამივე მხარეს ოთახს დატანებული აქვს სათოფურები. მესამე სართულის ინტერიერს მრგვალი დაგეგმარება აქვს. მის კედლებში დატანებულია შვიდი სწორკუთხა ნიში ვიწრო სათოფურებით. მეოთხე სართულზე დატანებულია კრემლის კოშკებისათვის დამახასიათებელი საბრძოლო ფანჯრები ანუ სათოფურები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება