თეთრი კვადრატი (კინოპრემია)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თეთრი კვადრატი (რუს. Белый квадрат) — რუსული კინოპრემია, რომელიც დაწესებულია 2004 წლიდან და რუსეთის კინოოპერატორების გილდია აჯილდოებს საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარს სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებში. პრემიის გადაცემა მიმდინარეობს ყოველწლიურად, მარტი-აპრილის პერიოდში, ავტორიტეტული ჟიურის კენჭისყრის შედეგების მიხედვით.

პრემიის ლოზუნგია: „კინო შემოქმედებითი ხელოვნებაა“ (მიხეილ რომი).

პრემიის დამფუძნებლები არიან რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირი, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის კინოოპერატორების გილდია, რუსეთის კულტურის ფონდი, კინოკომპანია „ВВП Альянс“ — რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ნაციონალური აკადემიის მხარდაჭერით.[1]

ცერემონიის მომზადებისა და ჩატარების ორგანიზატორია კინოკომპანია „ВВП Альянс“, პრემიის პრეზიდენტი — იგორ კლებანოვი, პროდიუსერები: ანა მიხალკოვა და მაქსიმ კარალიოვი, არტ-დირექტორები: ალექსეი აგრანოვიჩი და იგორ გუროვიჩი.

„თეთრი კვადრატის“ პირველი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 2004 წლის 24 მარტს მოსკოვის საერთაშორისო მუსიკის სახლში (ММДМ).