თეთრიშაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ვაზის სახელწოდება ქართულად „თეთრისა“-ს ნიშნავს.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, თეთრი ფერის. კანი მკვრივია და თხელი ცვილისებრი ფიფქითაა დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, გემო — ტკბილი და სასიამოვნო.

თეთრიშა საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 165-170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5-7.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.1 გ/ლ-ს.

გამოიყენება როგორც სასუფრე ყურძნად, ისე სუფრის თეთრი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ჰარმონიული და სასიამოვნოა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 152