თეთრიგზის არქეოლოგიური ძეგლები

არქეოლოგიური ძეგლი

თეთრიგზის არქეოლოგიური ძეგლები — შუა საუკუნეების ნასახლარი, პატარა ეკლესიის ნანგრევები და გვიანდელი ანტიკური-ადრინდელი ფეოდალური ხანის სამარხები. სოფ. ანანურის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ახალი უბნის ჩრდილო-დასავლეთით პატარა ტერასებზე. 1971 წელს სადაზვერვო გათხრების (რ. რამიშვილი) შედეგად გამოვლინდა ორმოსამარხები და ქვის სამარხები, რომლებშიც ნაპოვნია თიხის ჭურჭლის ნატეხები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, სარკე, მშვილდსაკინძები, აბზინდა, საკინძები, მინის და სარდიონის მძივები და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ქსე, ტ. 4, გვ. 638, თბ., 1979