თეზის კვირაცხოვლის ეკლესია
თეზის კვირაცხოვლის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომელიც არქიტრავით ყოფილა გადახურული. ოდნავ შებრტყელებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე - თითო ნიში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია სატრაპეზო ქვა.
ფასადების კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურული იყო ბრტყელი კრამიტით, რომლის ანაბეჭდები შემორჩენილია გადახურვის დუღაბზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.