თებელოვების კოშკი

თებელოვების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის[1] სოფელ გულიანთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები ნაწილობრივ დანგრეულია. შემორჩა სამი სართულის დონეზე. თაღოვანი კარი გაჭრილია დასავლეთ კედელში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004
  1. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 193, თბ., 2012 წელი.