თეატრალური მოედანი (სანქტ-პეტერბურგი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეატრალური მოედანი.

თეატრალური მოედანი (რუს. Театральная площадь; 1780-იან წლებამდე ეწოდებოდა კარუსელის მოედანი) — სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი მოედანი. მდებარეობს გრიბოედოვისა და კრიუკოვის არხებს, ასევე დეკაბრისტების, გლინკას, გამომცემელთა ქუჩებს შორის. მოედანი ჩამოყალიბდა 1762 წელს.

თეატრალური მოედანი

1760-1770-იან წლებში მოედანზე განთავსებული იყო „კარუსელი“ — ამფითეატრი ცხენების თამაშებისთვის. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი ძველი სახელწოდება.

1783 წელს ააშენეს დიდი ქვის თეატრი რომელიც არაერთხელ გადააკეთეს. ამჟამად ამ ადგილზე გადაკეთებულ და გაფართოებულ შენობაში განთავსებულია სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორია.

1845 წელს ააგეს ხის ცირკი, ხოლო 1847-1849 წლებში ქვის თეატრი-ცირკი, რომლის არქიტექტორიც იყო ალბერტ კავოსი. თეატრი 1859 წელს დაიწვა, რომლის ადგილზე იმავე არქიტექტორმა ააგო მარიინსკის თეატრი (საბჭოთა პერიოდში სერგეი კიროვის სახელობის ოპერისა და ბელტის თეატრი, ამჟამად მარიინსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი).

1906 წელს კონსერვატორიის წინ დადგეს მიხეილ გლინკას ძეგლი (მოქანდაკე რობერტ ბახი, არქიტექტორი ალექსანდრე ბახი). 1925 წელს გადაიტანეს კონსერვატორიის მარჯვნივ. 1952 წელს ააგეს ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ძეგლი (არქიტექტორი მოდესტ შეპილევსკი, მოქანდაკეები ბენიამინ ბოგოლიუბოვი და ვლადიმირ ინგალი). 2010 წლიდან მოედანზე აღარ მოძრაობს ტრამვაი.

სახელწოდებები

რედაქტირება
  • 1770-1780 — კარუსელის მოედანი
  • 1765-1770 — ბრუმბერგის მოედანი
  • 1790-1820 — ქვის თეატრის მოედანი
  • 1821-დან — თეატრალური მოედანი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 373. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 258—259. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 123. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Николаева Т. И. «Театральная площадь». Издательство: Центрполиграф, твёрдый переплёт, 240 с., тираж: 2500 экз., ISBN 978-5-227-02408-4

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება