თბილისის 43-ე საჯარო სკოლა

თბილისის 43-ე საჯარო სკოლა (სრული სახელწოდება — სსიპ - ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 43 საჯარო სკოლა) — საჯარო სკოლა თბილისში.

ტიციან ტაბიძის სახელობის თბილისის 43-ე საჯარო სკოლა
დაარსდა: 1911
დირექტორი: სოფიო დედალამაზიშვილი
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 674
მისამართი: თბილისი, საქართველო
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: schooltbilisi43@mes.gov.ge

ადრე ამ შენობაში მდებარეობდა მანთაშოვის სავაჭრო სასწავლებელი, რომელიც 1910–1911 წლებში ააშენეს.

მანთაშოვის სახელობის მე-3 სავაჭრო ვაჟთა სკოლა — ასე იწოდებოდა თავდაპირველად ახლანდელი ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლა. მოგვიანებით, სკოლა გახდა ნიკოლოზ ტიხონოვის რუსული სკოლა, ხოლო იმ დროს როდესაც სკოლას ოფიციალურად მიენიჭა 43-ე საშუალო სკოლის წოდება, გაიხსნა ქართული სექტორი. რამდენიმე ხნის შემდეგ სასწავლებელს ტიციან ტაბიძის სახელი მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება