თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძო სამართლის იურიდიული პირი. დაარსდა 1992 წლის 11 მარტს თბილისში. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი სახელმწიფო ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის საფუძველზე ახორციელებს უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის (საბაკალავრო, ერთსაფეხურიან და სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტი სტუდენტებს, მათ შორის უცხოელებს სთავაზობს რუსულენოვან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც.[1]
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებაშია მინიკამპუსი თბილისში, ორი სასწავლო კორპუსით, სპორტული მოედნით, საუნივერსიტეტო ეზოთი, ბაღითა და სტუდენტური კაფეთი.[1]
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს მიეცა უფლება უმაღლესი და პროფესიული აკადემიური პროგრამებით მოამზადოს 750 სტუდენტი.[1]
უნივერსიტეტში ხარისხიან სწავლებას 2017 წლის მონაცემებით, უზრუნველყოფს 21 პროფესორი, 35 ასოცირებული პროფესორი, 8 ასისტენტ-პროფესორი, ასევე 40-მდე დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული ლექტორი.[1]
თჰუ-ს რექტორი და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეა პროფესორი ვალენტინა საყვარელიძე, პრორექტორი — პროფესორი კახი ყურაშვილი.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-02. ციტირების თარიღი: 2017-07-25.