თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ეკლესია
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური (სამეუფო) ტაძარი (ლათ. Catholicum Cathedralis de Domina Virgo Maria Tphilisensis/Triphelisis), აგრეთვე თბილისის კათოლიკური ეკლესია — საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ცენტრალური საკათედრო ტაძარი, რომელიც თბილისის[2] გ. აბესაძის ქუჩის მე-4 ნომერში მდებარეობს.[3][4] 1801 წლის, რუსეთის მიერ საქართველოს ასიმილაციის, შემდეგ რუსეთის მეფე ალექსანდრემ თბილისის პრეფექტს ფრანჩესკო პადუელს კათოლიკური ეკლესიის აშენების ნება დართო და 1804 წელს კაპუცინის ქუჩაზე ეკლესია ააშენეს. ამ ქუჩაზე ფართი და 6,000 მანეთი გამოუყეს კათოლიკეებს. მშენებლობაში ავსტრიის მონარქმაც შეიტანა წვლილი 1286 პიასტრის სახით. XIX საუკუნეში ეკლესია უფრო გაფართოვდა.
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარი[1] ლათ. Catholicum Cathedralis de Domina Virgo Maria Tphilisensis | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს კათოლიკე ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
კურთხევის წელი | 1803 |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | გოთიკური არქიტექტურის ელემენტები |
ფასადის მიმართულება | დასავლეთისაკენ |
თარიღდება | 1804 წლით |
მშენებლობის ფასი | 1804 წ. 6,000 მანეთი და 1286 პიასტრი ავსტრიიდან |
დეტალები
| |
სიმაღლე (მაქს.) | 23 მ |
1937 წელს ეკლესია გაუქმდა, ხოლო ხელახლა 1999 წლის 15 აგვისტოს, რომის პაპის იოანე პავლე II-ის საქართველოში ვიზიტის დროს, ამოქმედდა.
დღეს ტაძარში წირვა მხოლოდ ქართულ ენაზე აღევლინება რომაული კონდაკით.
ტაძარში ბევრი ვიტრაჟი და წმინდანთა ქანდაკებებია, მათ შორის წმ. იოსების, წმ. ტერეზა ლიზიელისა და წმ. ნინოს.
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
ეკლესიის ფასადის მოზაიკა
-
ეკლესიის ფასადის მოზაიკა
-
ღვთისმშობლის სტატუა ეკლესიის ეზოში
-
ღვთისმშობლის სტატუა ეკლესიაში
-
წმ. იოსების სტატუა
-
საკურთხეველი
-
ეკლესიის ინტერიერი
-
ჯვარი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სრული სახელი აღნიშნულია ეკლესიის ბროშურაში
- ↑ Moloney, Francis J. (2008-01-01). Life of Jesus in Icons: From the "Bible of Tbilisi" (en). Liturgical Press. ISBN 9780814632376.
- ↑ Burford, Tim (2015-10-05). Georgia (en). Bradt Travel Guides. ISBN 9781841625560.
- ↑ Guide, The Catholic Travel. Catholic churches in the Country of Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-05. ციტირების თარიღი: 2016-05-20