თბილისის საპნის ქარხანა
თბილისის საპნის ქარხანა — კვების მრეწველობის ერთ-ერთი უძველესი საწარმო თბილისში. დაარსდა 1886 წელს ფრანგი მეწარმის ტოლეს მიერ. თავდაპირველად საწარმო კუსტარული იყო, ხელით შრომაზე დაფუძნებული. 1930-35 წლებში ჩატარდა ქარხნის რეკონსტრუქცია, ხოლო 1965-66 წლებში მოხდა მისი სრული გადაიარაღება, რის შედეგადაც საწარმოს წლიურმა სიმძლავრემ 14000 ტ მიაღწია. იგი საპნის პროდუქციის ერთადერთი მწარმოებელი იყო საქართველოში და აღნიშნულ პროდუქციაზე მოსახლეობის მოთხოვნას 60–65%-ით აკმაყოფილებდა. 1996 წელს მოხდა ქარხნის პრივატიზება და გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. 1998 წლიდან საწარმო აღარ ფუნქციონირებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.