თბილისის მუზეუმების გაერთიანება
თბილისის მუზეუმების გაერთიანება — თბილისის მუნიციპალური „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით იგი წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.
მუზეუმები
რედაქტირება- თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
- თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი
- თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი
- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
- თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი
- თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
- თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი
- თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი
- თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი