თბილისის კვირაცხოვლის ეკლესია
თბილისის კვირაცხოვლის ეკლესია — მდებარეობს ჩუღურეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არსენალთან არსებული დიდხევის მარცხენა ნაპირზე, რკინიგზის ხაზთან, შემაღლებულ ადგილას (ბორცვზე). 41°42′13″ ჩ. გ. 44°48′34″ ა. გ. / 41.703750° ჩ. გ. 44.809611° ა. გ.
ამჟამად დაკარგული აქვს ეკლესიის სახე, გადაკეთებულია საცხოვრებელ შენობად. კვირაცხოვლის ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ვახუშტის თბილისის 1735 წლის გეგმაზე №63-ით აქვს დატანილი „კვირაცხოველი“. 1800 წლის თბილისის გეგმაზე №11-ითაა დატანილი. კვირაცხოვლის ეკლესია XIX საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში ჯერ კიდევ არ ყოფილა აღდგენილი. XIX საუკუნის 90-იან წლებში კვირაცხოვლის ქართული ეკლესია შეიძინეს ახალ კუკიაზე, რკინიგზის გადაღმა მცხოვრებმა ასურელებმა, რომლებმაც აღადგინეს ეკლესია. თბილისის 1913 წლის გეგმაზე №249 დატანილია წმინდა თომას ეკლესია. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ეკლესია გააუქმეს. ეკლესიასთან იყო სასაფლაო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 593