თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება თბილისში, სხვადასხვა ფორმით არსებობდა 1992–2010 წლებში.

დაარსდა 1992 წლის 19 მარტს როგორც თბილისის კომერციის ინსტიტუტი, 1995 წლის 13 მარტიდან გახდა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, 2005 წლის 25 აგვისტოდან — თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ). 2009 წელს უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა ბიზნესისა და მართვის, სამართლის, ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტები. თეუსუ-ს რექტორები იყვნენ: პროფესორი გურამ თავართქილაძე (1992–2007), პროფესორი ავთანდილ ჩუთლაშვილი (2007–2010). 2010 წლის დეკემბერში თეუსუ-მ არსებობა შეწყვიტა და შეუერთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალადაშვილი ბ., ჩუთლაშვილი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  1. საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებები, 2010. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 24 დეკემბერი 2010.