თბილისის დარბაზობა
თბილისის დარბაზობა — საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს სამეფო-სამთავროდ დაშლის შემდეგ ქართლის მეფე კონსტანტინე II კვლავ ცდილობდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ძალების გაერთიანებას. 1488-1489 წლებში ქართლში იაყუბ-ყაენის შემოსევების დროს მან დახმარებისათვის მიმართა ქართლის მთავარსა და კახეთის მეფეს, მაგრამ უარი მიიღო. 1490 წელს თბილისის განთავისუფლებისა და ქართლიდან თურქმანების განდევნის შემდეგ კონსტანტინე II აპირებდა ბრძოლის დაწყებას კახეთის, იმერეთისა და სამცხის შემოსაერთებლად. მან მოიწვია დარბაზის სხდომა, რომელზედაც დასვა საკითხი:
„თუ რაი ჰყონ განდგომილებისათვს ქუეყანათა და ვითარ მოაგონ კუალად მეფობისავე თვსსა“
|
, დარბაზმა ერთხმად ურჩია მეფეს ხელი აეღო ამ ბრძოლებზე:
დარბაზის ასეთი მოთხოვნა თუ რჩევა არსებული მდგომარეობის დაკანონებას ნიშნავდა. ამრიგად, 1490 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით საქართველოს სამეფო-სამთავროების დაშლა იურიდიულადაც გაფორმდა. მალე ამის შემდეგ, 1491-1492 წლებში, ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებმა და სამცხის მთავარმა ერთმანეთს შორის საზღვრები განაწესეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 505