თარგი:დღის სტატია:12-8

წიგნის 1926-1927 წლების გამოცემის გარეკანი
წიგნის 1926-1927 წლების გამოცემის გარეკანი

ჩემი ბრძოლა“ (გერმ. Mein Kampf) — ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელიც მან 1925-1926 წლებში გამოსცა.

წიგნში ავტორი თავის მოღვაწეობასა და 1900-1924 წლებში ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრობს. იგი აქტიურად ეხება პირველი მსოფლიო ომის თემასაც, რომელშიც გერმანიის დამარცხების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კომუნიზმს თვლის, რომელმაც გერმანია 1918 წლის შემოდგომაზე მოიცვა. ჰიტლერი გერმანიის მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მიზეზებს ებრაელებს აბრალებს, რომელთა მთავარი მიზანი, მისი აზრით ქვეყნის გაძარცვა არის. ქვეყნის გარე მტრებად კი ავტორს დასავლეთის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი მიაჩნია.