თარგი:დღის სტატია:12-22

ბრანდენბურგის კარიბჭე
ბრანდენბურგის კარიბჭე

ბრანდენბურგის კარიბჭე (გერმ. Brandenburger Tor) — ყოფილი ქალაქის კარიბჭე და ბერლინის სიმბოლო. მდებარეობს პარიზერ პლაცზე და ერთადერთი შემორჩენილი შემოსასვლელი კარიბჭეა ისტორიულ ქალაქში. ჩრდილოეთით ერთ ბლოკში რაიხსტაგი მდებარეობს. კარიბჭე მონუმენტური დასასრულია უნტერ დენ ლინდენის (ცაცხვების ხეივანი-ბულვარი), რომელიც სამეფო რეზიდენციამდე იშლებოდა. კარიბჭე შეუკვეთა ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ როგორც მშვიდობის სიმბოლო და აგებული იქნა კარლ გოტჰარდ ლანგანსის მიერ 1788-1791 წლებში.