თარგი:დღის სტატია:12-14
სამხრეთი პოლუსი/სამხრეთი გეოგრაფიული პოლუსი — წერტილი, სადაც დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს მის ზედაპირს სამხრეთ ნახევარსფეროში. დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი სხვა წერტილი სამხრეთი პოლუსის მიმართ ყოველთვის ჩრდილოეთით მდებარეობს. განლაგებულია პოლარული პლატოს ფარგლებში, 2800 მ სიმაღლემდე. ყინულების სისქე სამხრეთი პოლუსის რაიონში 2840 მეტრია. პოლუსის სიახლოვეს მდებარეობს სამხრეთი მაგნიტური ველი.
1819 წლის 31 მარტს კრუზენშტერმა საზღვაო მინისტრს დე ტრავერს გაუგზავნა წერილი პოლარული წყლების გამოკვლევის შესახებ, სადაც კრუზენშტერნი აღნიშნავდა, რომ საჭიროა ორი ექსპედიციის მომზადება, ერთი — ჩრდილოეთის, ხოლო მეორე — სამხრეთის მიმართულებით. თითოეულ ექსპედიციაში დაგეგმილი იყო ორ-ორ გემის ჩართვა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამხრეთი პოლუსისკენ მგზავრობას, რომელიც განხორციელდა 1819-1821 წლებში ბელინსჰაუზენისა და ლაზარევის მიერ, რის ხარჯზეც გამოვლინდა კონტინენტი ანტარქტიდა, თუმცა სამხრეთი კონტინენტის საზღვრებისა და გეოლოგიის შესახებ წარმოდგენები ბუნდოვანი იყო XIX საუკუნის ბოლომდე.