თარგი:დღის სტატია:11-7
![ზამთრის სასახლის შტურმი](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/54/Stormningen_av_vinterpalatset.jpg/140px-Stormningen_av_vinterpalatset.jpg)
ოქტომბრის რევოლუცია, ასევე ოქტომბრის გადატრიალება (რუს. Октябрьская революция ან Октябрьский переворот) — შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში 1917 წელს, რომლის შედეგად ჩამოგდებულ იქნა დროებითი მთავრობა და ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - მოვიდა (თავდაპირველად კავშირში ანარქისტებთან და მემარცხენე ესერებთან).