თარგი:დღის სტატია:11-30
მარკ ტვენი — ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი. მარკ ტვენი 1835 წლის 30 ნოემბერს დაიბადა. ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მარკ ტვენის ნაწარმოებმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „ტომ სოიერის თავგადასავლები“. თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპელი სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან.