თარგი:დღის სტატია:09-15

პენიცილინის ბირთვი
პენიცილინის ბირთვი

პენიცილინი (Penicillin; აბრევიატურა PCN) — ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფი, რომლებსაც გრამ-პოზიტიური ორგანიზმების — ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ იყენებენ. სახელს „პენიცილინი“, ასევე, იყენებენ პენიცილინის ჯგუფის სპეციფიური წევრის მიმართ, რომლის მოლეკულური ფორმულაა R-C9H11N2O4S, სადაც R ცვლადი გვერდითი ჯაჭვია. იხმარება უმთავრესად ჩირქოვან-სეფსისურ პროცესებთან დაკავშირებულ დაავადებათა წინააღმდეგ; აღმოაჩინა ინგლისელმა მიკრობიოლოგმა ელიგზანდერ ფლემინგმა 1929 წელს.