თარგი:დღის სტატია:08-24
ბართლომეს ღამე — კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში 1572 წლის 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.
ამ მსოფლიოში ცნობილი ხოცვის მოთავეები იყვნენ საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის დედა ეკატერინე მედიჩი და კათოლიკეთა ბელადები — ჰერცოგი გიზები. მათ ისარგებლეს ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელისა და შარლ IX-ის დის მარგარეტ ვალუას ქორწილზე მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. კათოლიკობის მომხრეებმა 1572 წლის 24 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი პერსონა იქნა ლიკვიდირებული.