თარგი:დღის სტატია:08-20
დავით კაკაბაძე — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. დავით კაკაბაძე სოფელ დიდ კუხში (ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი) 1889 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. მას ეკუთვნის ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა: „ყვითელი მთა“ (1937), „წითელი მთა“ (1944), „მიტინგი იმერეთში“ (1942), „სვანეთი“ (1939) და სხვა.