თარგი:დღის სტატია:07-24

ლოზანის ხელშეკრულებით დადგენილი თურქეთის საზღვრები.
ლოზანის ხელშეკრულებით დადგენილი თურქეთის საზღვრები.

ლოზანის საზავო ხელშეკრულებალოზანის კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი შემაჯამებელი დოკუმენტი. ხელი მოაწერეს 1923 წლის 24 ივლისს, ერთი მხრივ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, საბერძნეთის, რუმინეთისა და სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს და მეორე მხრივ თურქეთის წარმომადგენლებმა. შეცვალა 1920 წლის სევრის ხელშეკრულება.

ხელშეკრულებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე თურქეთის საზღვრები. იურიდიულად გააფორმა ოსმალეთის იმპერიის დაშლა. ხელშეკრულებამ გამოაცხადა ზავი თურქეთსა და ანტანტის სახელმწიფოებს შორის.