თარგი:დღის სტატია:07-19
სალემის ჯადოქართა სამსჯავრო — სასამართლო პროცესები რომელიც მიმდინარეობდა 1692-1693 წლებში და რასაც შედეგად მოჰყვა მასაჩუსეტსის შტატის სოფელ სალემელთა გასამართლება და დასჯა. ჯადოქრობის ბრალდებით ჩამოახრჩეს 20 ადამიანი (14 ქალი და 6 მამაკაცი). 200-მდე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ხუთი ადამიანი ციხეში გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს სალემის კუდიანთა სამსჯავროს სახელით ვიცნობთ, ჯადოქრობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სხვა ქალაქის მაცხოვრებლებსაც.