თარგი:დღის სტატია:05-30
პარიზის კომუნა (ფრანგ. La Commune de Paris) — თავდაპირველად მიუთითებდა პარიზის მთავრობაზე საფრანგეთის რევოლუციის დროს. თუმცა ტერმინი უფრო ვრცლად მიუთითებს სოციალისტურ მთავრობაზე, რომელიც მოკლე ხნის განმავლობაში მართავდა პარიზს 1871 წლის 18 მარტიდან 28 მაისამდე.
უფრო ფორმალური გაგებით 1871 წლის პარიზის კომუნა უბრალოდ ადგილობრივი სამმართველო (ქალაქის ან უბნის საბჭო - ფრანგული "commune") იყო, რომელიც პარიზს მმართველობდა ორი თვის განმავლობაში 1871 წლის გაზაფხულზე. თუმცა ის პირობები, რომელშიც ის შეიქმნა, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სისხლიანი დასასრული მას იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეპიზოდის სტატუსს ანიჭებს.