თარგი:დღის სტატია:05-21
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, შემოკლებით ფიფა (აკრონიმი ფრანგ. Fédération Internationale de Football Association) — ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანო. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია ზეპ ბლატერი.
ფიფა დაარსდა 1904 წლის 21 მაისს პარიზში. ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები იყვნენ ბელგია, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. იმავე დღეს, ტელეგრაფის საშუალებით, წევრობის სურვილი გამოთქვა გერმანიამ.
ფიფა-ს პირველი პრეზიდენტი გახდა ფრანგი რობერ გერენი, რომელიც 1906 წელს ინგლისელმა დანიელ ბარლი ვულფოლმა შეცვალა. პირველი შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა ფიფა-ს ორგანიზებით, იყო 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშები.