თარგი:დღის სტატია:04-25
მარსელიეზა (ფრანგ. La Marseillaise — „მარსელური“) — საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე ცნობილი სიმღერა, რომელიც თავიდან გახდა რევოლუციონერების ჰიმნი, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ჰიმნად გადაიქცა. თავდაპირველად მარსელიეზას ერქვა „რეინის ჯარის სამხედრო მარში“. მარში დაიწერა 1792 წლის 25 აპრილს სამხედრო ინჟინერ რუჟე დე ლილის მიერ, რევოლუციური საფრანგეთის მიერ „ბოჰემიისა და უნგრეთის“ მეფისადმი ომის გამოცხადების შემდეგ. ამ სიმღერით 30 ივლისს პარიზში შევიდან მარსელის მოხალისეთა ბატალიონი.
1793 წლის 24 ნოემბერს ეროვნულმა კონვენტმა მარსელიეზა საფრანგეთის ჰიმნად გამოაცხადა.