თარგი:დღის სტატია:04-2

Rede Globo-ს ლოგო
Rede Globo-ს ლოგო

რედე გლობო ან უბრალოდ გლობო (პორტ. Rede Globo de Televisão) — უმსხვილესი ბრაზილიური სამაუწყებლო კომპანია. შეიქმნა 1965 წლის 2 აპრილს რობერტო მარინიოს მედია ჯგუფის მიერ. ამჟამად ის კონგლომერატ Organizações Globo-ს მფლობელობაშია. დღეისათვის, გლობო წარმოადგენს მთელი ლათინური ამერიკის ყველაზე მსხვილ და მსოფლიოში მესამე უმსხვილეს კომერციულ სატელევიზიო ქსელს. ჩამორჩება მხოლოდ CBS-ს და NBC-ს. ყოველდღიურად მას დაახლოებით 120 მილიონი ადამიანი უყურებს.