თარგი:დღის სტატია:03-6
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა — მენდელეევის მიერ 1869 წლის 1 მარტს აღმოჩენილი პერიოდულობის კანონის გრაფიკული ასახვაა.
სისტემას არაფორმალურად „მენდელეევის ცხრილს“, „პერიოდულობის სისტემას“ ან უბრალოდ „პერიოდულ სისტემას“ უწოდებენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ სახელი „პერიოდულობის სისტემა“ გაუმართლებელია როგორც ქიმიური, ასევე გრამატიკული თვალსაზრისითაც. არსებობს ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის წარმოსახვის რამდენიმე სახე. მათ შორის ყველაზე უფრო გამოყენებულია გაშლილი და შემჭიდროებული ცხრილები.