თარგი:დღის სტატია:03-3

„ივერია“
„ივერია“

„ივერია“ — ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში — ჟურნალის სახით, 1886 წლიდან — ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგეი მესხი (1881, „დროებისა“ და „ივერიის“ რედაქციების გაერთიანებისას), ივანე მაჩაბელი (1882-1884), ალექსანდრე სარაჯიშვილი (1901 წლის 4 დეკემბრიდან); გრიგოლ ყიფშიძე (1903-1905), შემდეგ გაზეთის დახურვამდე (1906 წლის 27 აგვისტო) ფილიპე გოგიჩაიშვილი.