თარგი:დღის სტატია:03-28

ყირიმის ომი გრძელდებოდა 1854 წლის 28 მარტიდან 1856 წლამდე და წარმოებდა, ერთი მხრივ, იმპერიულ რუსეთსა და, მეორე მხრივ, ბრიტანეთის, საფრანგეთის მეორე იმპერიის, სარდინიის სამეფოსა და გარკვეულწილად ოსმალეთის იმპერიის ალიანსს შორის. სამხედრო კონფლიქტის ძირითადი ნაწილი შავი ზღვის და ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელდა.