თარგი:დღის სტატია:03-1

რიო-დე-ჟანეირო
რიო-დე-ჟანეირო

რიო-დე-ჟანეირო (პორტ. Rio de Janeiro; იანვრის მდინარე) ან რიო — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის დედაქალაქი და ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი, მესამე უმსხვილესი მეტროპოლია და აგლომერაცია სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ ქალაქში 6,3 მლნ ადამიანი სახლობს და ამ მხრივ იგი მე-6 უდიდესი ქალაქია ამერიკაში და 26-ე მსოფლიოში. ქალაქის ფართობი დაახლოებით 1 256 კმ²-ია. აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ქალაქის მცხოვრებლებს „კარიოკებს“ (პორტ. cariocas) უწოდებენ, თავად რიოს კი ზედმეტსახელად „განსაცვიფრებელ ქალაქს“ (Cidade Maravilhosa).