თარგი:დღის სტატია:02-24

ტფილისის ბრძოლასაბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შორის ომის გადამწყვეტი ბრძოლა 1921 წლის 16-24 თებერვალს. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ცნობილია, როგორც ტფილისის ოპერაცია (რუს. Тифлисская операция); საქართველოში ხშირად კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების სახელით მოიხსენიებენ იმ ორის სიმაღლის მიხედვით, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობდა ტფილისის დაცვაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალები გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ერთი კვირის მანძილზე იცავდნენ ტფილისის მისადგომებს, მაგრამ 24 თებერვალს იძულებული გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ გეკერის საერთო სარდლობით მოქმედი მე-11 წითელი არმიის რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის გამო.