თარგი:დღის სტატია:02-23
თებერვლის რევოლუცია (რუს. Февра́льская револю́ция) — 1917 წელს რუსეთში მომხდარი ორი რევოლუციიდან პირველი. დაიწყო რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტროგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს (ძველი სტილით 23 თებერვალს). რევოლუციის დროს, რომელიც 5 დღე გაგრძელდა, ადგილი ჰქონდა მასობრივ დემონტრაციებსა და შეიარაღებულ შეტაკებებს პოლიციასა და ჟანდარმერიასთან. უკანასკნელ დღეებში რუსეთის არმია რევოლუციონერებს მიემხრო. მომხდარი მოვლენების შედეგად გადადგა იმპერატორი ნიკოლოზ II და რომანოვების დინასტიის მმართველობას და რუსეთის იმპერიას ბოლო მოეღო.