თარგი:დღის სტატია:02-15
კანადის ეროვნული დროშა (ინგლ. National Flag of Canada), ასევე ცნობილი როგორც ნეკერჩხლის ფოთოლი (ინგლ. Maple Leaf) და ერთფოთლიანი (ფრანგ. l'Unifolié) — დროშა, რომელიც 1965 წელს მიღებულ იქნა როგორც კანადის პირველი სახელმწიფო დროშა.
1890-იანი წლების შემდეგ კანადაში აროფიციალურად გამოიყენებოდა კანადის წითელი ალამი, რომელზეც დიდი ბრიტანეთის დროშა და კანადის გერბი იყო გამოსახული. დებატები საკუთარი დროშის მიღებასთან და ახალი დროშის დიზაინთან დაკავშირებით კანადის პრემიერ-მინისტრ ლესტერ პირსონის მიერ სახელმწიფო დროშის დამდგენი კომიტეტის შექმნასთან ერთად დაიწყო. არჩევანი შეჩერდა ჯორჯ სტენლის და ჯონ მეტესონის მიერ შექმნილ ნეკერჩხლის ფოთლიან დიზაინზე, რომელსაც კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯის დროშა ედო დაფუძვლად.