თარგი:დღის სტატია:02-12

აბრაამ ლინკოლნი
აბრაამ ლინკოლნი

აბრაამ ლინკოლნი (ინგლ. Abraham Lincoln [ˈlɪŋkən]; დ. 12 თებერვალი, 1809 — გ. 15 აპრილი, 1865) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861 წლის მარტიდან 1865 წლის აპრილამდე, როდესაც ის იქნა მოკლული. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება. ლინკოლნი უმეტესწილად იყო თვითნასწავლი და პროფესიით ადვოკატი გახდა. 1830-იან წლებში იგი ასევე იყო ვიგების პარტიის ლიდერი და ილინოისის საკანონმდებლო ორგანოს წევრი, ასევე 1 ვადით 1847-1849 წლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოღვაწეობდა.