თარგი:დღის სტატია:02-1

გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის დროშა
გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის დროშა

გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية العربية المتحدة) — სუვერენული გაერთიანება ეგვიპტესა და სირიას შორის. შეიქმნა 1958 წელს და არსებობდა 1961 წლამდე, როდესაც სირიამ კავშირი დატოვა. თუმცა, 1971 წლამდე ეგვიპტემ არსებობა „გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის“ სახელით განაგრძო. პრეზიდენტი იყო გამალ აბდელ ნასერი. არსებობის განმავლობაში (1958–1961), ჩრდილოეთ იემენთან ერთად გაერთიანებული არაბული სახელმწიფოს კონფედერაციის წევრი იყო.

კავშირმა 1952 წლის ეგვიპტის რევოლიციის დროინდელი დროშა შემოიღო, რომელსაც ორი წევრის აღსანიშნავად ორი ვარსკვლავი დაამატა. ეს სიმბოლო ამჟამად სირიის დროშას წარმოადგენს. 1963 წელს მსგავის დროშა მიიღო ერაყმაც, მაგრამ სამი ვარსკვლავით, რაც განასახიერებდა იმის იმედს, რომ კავშირში მასაც მიიღებდნენ. თანამედროვე ეგვიპტის, სუდანისა და იემენის დროშები ასევე ამ დროშას ეფუძნება.