თარგი:დღის სტატია:01-9

რეფერენდუმის ბიულეტენი
რეფერენდუმის ბიულეტენი

სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი (ინგლ. Southern Sudanese independence referendum, არაბ. استفتاء جنوب السودان) — სამხრეთ სუდანის სუდანისგან გამოყოფის რეფერენდუმი, რომელიც გაიმართა 2011 წლის 9 იანვარიდან 15 იანვრის ჩათვლით, თანახმად 2005 წლის ნაივაშის შეთანხმებისა სუდანის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასა და სუდანის ცენტრალურ მთავრობას შორის სამოქალაქო ომის დასრულებაზე. იმავდროულად განიხილებოდა აბიეიში რეფერენდუმის ჩატარება შეერთებოდა თუ არა სამხრეთ სუდანს, თუმცა საკითხის განხილვა გადაიდო სადემარკაციო და მოქალაქეობრივი პრობლემების გამო