თარგის განხილვა:სთმკდგსმ

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaeser

ამ თარგის საფუძველი რა არის, ვგულისხმობ კანონს, დეკლარაციას ამ ორგანიზაციისას და ა. შ.? აუცილებელია წყარო! --Rastrelli F 19:01, 13 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

ამ თარგის საფუძველია ჩემი და მუზეუმის დირექტორის საუბარი ვიღიმი. [1]--იორგი(საუბარი) 19:04, 13 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

საჭიროა თარგის ტექსტში შესაბამისი დეკლარაცია დირექციისგან ან ბმული საიტზე (სხვა თარგებს გადახედეთ) , ამასთან ისიც დასასაბუთებელია რომ მუზეუმში დაცულ მასალაზე უფლებებს მუზეუმი ფლობს. R. 19:21, 13 ნოემბერი 2009 (UTC)
დირექტორთან საუბარი? დირექტორი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. აქვს მას უფლება? ისე თარგს არ შეიძლება სხვა კარგი ქართული სიტყვა დაერქვას? ცანგალა () 20:32, 13 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

მუზეუმის პოლიტიკას განაგებს დირექტორი. პრეზიდენტიც შეიძლება შეიცვალოს, და პარლამენტიც, მარა ეს ხომ არაა საფუძველი კანონებს არ დავემორჩილოთ?!--იორგი(საუბარი) 05:47, 14 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

წყაროს მითითება საჭიროა. პოლიტიკას დირექტორი შეიძლება განაგებას, მაგრამ არ განსაზღვრავს. ალბათ ეს უფრო კომპლექსური თემაა. - ალ-ო     @ 06:58, 14 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

გააჩნია რა ნივთია. მაგ. [2] ამ ნივთზე უფლებების მფლობელი სწორედ მუზეუმია. ვთხოვო საიტზე განათავსონ შეტყობინება?--იორგი(საუბარი) 07:02, 14 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

კანონს უნდა დავემორჩილოთ, სანამ ახლით არ შეიცვლება, ხოლო პირადი საუბრები კანონი არ არის. ცანგალა () 22:19, 14 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი
დირექტორის განაცხადი კანონია. --იორგი(საუბარი) 06:05, 15 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

მოდით განვასხვავოთ: ნივთზე საავტორო უფლება ერთია და მის ფოტოგამოსახულებაზე კიდევ მეორე. ფოტოს გადამღები ისე ვერ გადაუღებს ნივთს, თუ პატრონის ნებართვა არ აიღო, ხოლო გადაღების მომენტიდან უკვე ფოტო მისია. მაგ. ზემონახსენები ნივთი, კი ეკუთვნის მუზეუმს, მაგრამ ფოტო შეიძლება არ იყოს მისი კუთვნილება არამედ ავტორის ლ. ლეკიაშვილის (თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება ვცდებოდე). ახალა მეორე მხარე: როდესაც თარგი ეხება რაიმე ორგანიზაციას, რომლის მასალების ასატვირთადაც იქმნება ის, ყველას საფუძველი არის ან კანონი ამ ორგანიზაციის შესახებ ან ორგანიზაციის პოლიტიკა (მაგ. {{PD-NASA}}, რომელსაც მითითებული აქვს წყარო - ბმული საავტორო უფლების პოლიტიკაზე). ეგებ გავაკეთოთ ჩანაწერი, ან წყარო მივუთითოთ. ეგებ, სულაც საქართვბელოს კანონი მუზეუმების შესახებ ამბობდეს რამეს ამასთან დაკავშირებით? R. 07:33, 15 ნოემბერი 2009 (UTC)

კაი ბატონო, ვთხოვ ბატონ გიორგის განათასვსოს ჩანაწერი ვებ გვერდზე.--იორგი(საუბარი) 07:39, 15 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

ამ თარგთან მიმართებაში წინ ვერ წავიწიეთ? თარგში ბმულები კვლავ არ არის გამოყენების პოლიტიკაზე. R. 10:00, 22 დეკემბერი 2009 (UTC)

გვერდ „სთმკდგსმ“-ზე დაბრუნება.